დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს.

დეკანოზის ადვოკატები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევებზე მიუთითებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა. სტრასბურგის სასამართლო დარღვევებზე სამი წლის განმავლობაში მსჯელობდა.

გადაწყვეტილება, რომელიც ევროსასამართლომ 3 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში ბრიფინგია ჩანიშნული.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები