ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“თვრამეტ წონით კატეგორიაში, მთელი საქართველოდან, 200-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა, რომელთა შორის 72 პრიზიორი გახდა.

ტრადიციულ სპორტში სახელოვანი წინაპრები განსაკუთრებულად ასახელა ილია ხულელიძემ, რომელმაც საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში, ასევე, წარმატებულად იასპარეზეს –  საბა მარსაგიშვილმა, ლექსო გელაძემ, ლუკა ქავთარაშვილმა, თორნიკე და გიორგი კობიაშვილებმა.  

ადგილობრივი ხელისუფლების, ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრისა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ტურნირის პრიზიორები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია ალიბეგაშვილების გვარისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობა ტურნირის საორგანიზაციო ნაწილში.  

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შეფასებით, ტურნირი მაღალ დონეზე იქნა ორგანიზებული, აკმაყოფილებდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რაც საიმედო, მყარი საფუძველია სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების ორგანიზებისათვის მომავალში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები