ლანჩხუთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სოფელ აკეთში მცხოვრებ, 101 წლის ქეთევან გოგუაძეს დაბადების დღე მიულოცეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრებ, 101 წლის ქეთევან გოგუაძეს ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაბადების დღე მიულოცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“ლანჩხუთის მერმა ქალბატონ ქეთევანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
ქალბატონი ქეთევანი პროფესიით პედაგოგია და წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად სოფლის სკოლაში მუშაობდა. მან ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
101 წლის ქალბატონს ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში პირად ანგარიშზე 1000 ლარი დაერიცხა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.