ლენტეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოადგილეებთან ქრისტინე კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში ეწყობა სცენა-გახმოვანება და მონტაჟი, ტარდება ელექტრო მონტაჟის, წყალმომარაგების, ცეცხლდაცვის, კანალიზაციისა და გათბობის სამუშაოები. სრულიად განახლდება ინვენტარი.

ხელშეკრულების ღირებულება 2 143 403 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯორჯიან ბილდინგ კომპანი’’.

ამ დროისათვის, შესრულებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 85%. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები