მედია: საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა

საჰაერო თავდასხმის განგაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

„საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უკრაინული ტელეგრამ არხზე “პრიამიზე.”

განგაშის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ვოლინის, პოლტავასა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონების ხელისუფლება.

“საჰაერო განგაში! ყველას ვთხოვ, სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფარში”, – წერს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ხელმძღვანელი, სვეტლანა ონიშჩუკი.

ასევე, განგაშის შესახებ წერენ ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური პოგულაიკო და პოლტავას რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი.

დილით ოკუპანტებმა კიევი კამიკაძე-დრონებით დაბომბეს. ქალაქში ამ დრომდე საჰაერო განგაშის სირენები მოქმედებენ.

ასევე, განგაშია გამოცხადებული ოდესაში, სადაც, რადას დეპუტატის თქმით, აფეთქება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები