თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები