ავლაბარში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ავლაბარში გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სპარტაკის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, მოგვიანებით კი გვერდით ბინებზეც გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.