მარგველაშვილის სიძე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის მეორედ დააკავეს

  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის მეორედ დააკავეს.
მისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში, 20 იანვარს, მისი სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა.
ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი კაჭარავა რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადიოდნენ. მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტი დოზის მიღება იყო…
როგორც საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვა და მაკა ჩიჩუა მიცვივდნენ.
გოგოჭურსა და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდათ, დიაგნოზიც დასმულია – კოკაინის გადაჭარბებული დოზის მიღება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ამბობენ, მარგველაშვილი საერთოდ არ განიცდის ოჯახის წევრების თავაშვებულ ცხოვრებას და თვლის, რომ ეს არის დემოკრატია და თანამედროვე ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება“, – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები