რეზო ამაშუკელი: ომში ძალიან ბევრი ფული გაათეთრეს ნაცებმა, სუბელიანმა და მერაბიშვილმა ხეირი ნახეს…
პოეტი რეზო ამაშუკელი 2008 წლის აგვისტოს ომს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. როგორც პოეტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2008 წლის ომის დროს „ნაციონალურმა მოძრაობის“ დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდძალი ფული გაათეთრეს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 2008 წლის ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა. ყველაფრის შესახებ არის საქმის კურსში ის, თვალმოჭუტული გებელსი – გიგა ბოკერია. ამ ომში ძალიან ბევრი ფული გაათეთრეს ნაცებმა. წეროვანშიც, დევნილებისთვის გეტოს მშენებლობაზე, დიდი ხეირი ნახეს სუბელიანმა და მერაბიშვილმა…. მე რა მაგიჟებს იცით, ყველაზე მეტად? – ეს მკვლელები რომ დადიან ჯარისკაცების სასაფლაოზე გულზე მიბნეული ყაყაჩოებით! ამაზრზენი იყო, ბაქრაძე რომ გადაეხვია შვილმკვდარ დედას და მიუსამძიმრა. მე, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ შვილმკვდარ დედებს, მაგრამ ძალიან ცუდი საყურებელია, ძვირფასო დედებო, როცა ზოგიერთი თქვენგანი თქვენი შვილების მკვლელს კოცნის! არ გახსოვთ, ბაქრაძე – ეს თაგვი და კურდღელი რას მოგვიწოდებდა? ჩანგლებით და კოვზებით დახვდით რუსებსო! ამ დროს თავიანთი უკანალების გადასარჩენად ჯორკიდებულებით გარბოდნენ ქვეყნიდან“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.