“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი კანდელაკს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი კანდელაკს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს რომ კანდელაკს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები