თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ვენდის“ რესტორანი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა – თეა ზაქარაძემ, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა – სოსო ფხაკაძემ, „ვისოლ ჯგუფის“ ვიცეპრეზიდენტმა – ლევან ფხაკაძემ და „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა – გიორგი მშვილდაძემ მიიღეს მონაწილეობა.

„ვენდის“ ახალი რესტორანი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში მდებარეობს, მგზავრებს 24 საათის განმავლობაში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები