თენგიზ ცერცვაძე: ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 1-ზე ნაკლები გარდაცვალება, ესეც გაცილებით დაბალი რიცხვია – ასეთ დიდ პროგრესს მივაღწიეთ იმით, რომ ხერხდება ტესტი ჩატარდეს და დიაგნოზი დაისვას პირველივე დღეებში
“ბოლო 4 თვის მანძილზე არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზი და ჩვენების შესაბამისად მიიღო “პაქსლოვიდი” ან “რემდესივირი“, არცერთი მათგანის მდგომარეობა არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრესი მიღწეულ იქნა იმით, რომ ხერხდება ტესტი ჩატარდეს და დიაგნოზი დაისვას პირველივე დღეებში.
“ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას. ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 1-ზე ნაკლები გარდაცვალება, ესეც გაცილებით უფრო დაბალი რიცხვია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ასეთ ძალიან დიდ პროგრესს ჩვენ მივაღწიეთ იმით, რომ ხერხდება ტესტი ჩატარდეს და დიაგნოზი დაისვას პირველივე დღეებში”, – აცხადებს ცერცვაძე.