გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები