ოთხი წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომლის ვიდეოსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ელჩი საქართველოს მშვიდობას, განვითარებასა და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას უსურვებს და აღნიშნავს, რომ გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან.
„გულითად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – ამ სიტყვებით ემშვიდობება გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში საქართველოს.