მდინარე ალაზანში ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

   მდინარე ალაზანში, ლაგოდეხის მონაკვეთზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. ჩონჩხი მდინარეზე სათევზაოდ მყოფმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და კახეთის სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. სამაშველო სამსახურმა გვამი მდინარიდან გამოიტანა და ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
გვამის დაზიანების გამო იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები