არჩილ თალაკვაძე: უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე – დიდება უკრაინას
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის გამოწრთობა და დაცვა ხდებოდა უკრაინისა და მისი ხალხის სიმამაცითა და გმირობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე. დიდება უკრაინას“, – წერს თალაკვაძე “ტვიტერზე”.