22 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები