თბილისში მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა და 4 ავტომობილი დაზიანდა
თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა და 4 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს გზაზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.