საბჭოთა კავშირის დაშლა – იშვიათი ფოტოები, რომლებზეც ეპოქის დასასრულია ასახული

XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია.


საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა, „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.

საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველი: ი. სტალინი, უკრაინელები: ნ. ხრუშჩოვი, ლ. ბრეჟნევი, კ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მმართველობა. მართვა იყო ცენტრალიზირებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს), იალტის კონფერენციის თანახმად, ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის „უძრაობის“ წლები) საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა. უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის, ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.

საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).

1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკი გახდა სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან გაქრა თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი, პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემოტანილ იქნა ტალონური სისტემა.

1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.

საბჭოთა კავშირმა დაკარგა კონტროლი აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობდა კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოვიდა, ჩეხოსლოვაკიაში – ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაჩნდა რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


ფოტოები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, 1990 – 1991 წლებშია გადაღებული.

გორბაჩოვი ესაუბრება ვილნიუსის მაცხოვრებლებს. ის მათ მოუწოდებს, უარი თქვან მოსკოვისგან გამოყოფაზე და შეანელონ რესპუბლიკის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა.
1990 წლის 22 იანვარი – ხალხი ბლოკავს საბჭოთა ტანკების გადასასვლელ გზას განჯის მახლობლად საბჭოთა აზერბაიჯანში.
საბჭოთაკავშირელ დედებს, რომლებმაც წითელ არმიაში შვილები დაკარგეს, აკავებს სახელმწიფო მილიცია წითელ მოედანზე. 1990 წლის 24 დეკემბერი – ორშაბათი.
1991 წლის 20 იანვარს მოსკოვში 100 000-მდე დემონსტრანტი დაიძრა კრემლისკენ.
1991 წლის 13 იანვარს გადაღებულ ამ ფოტოზე ლიტველი დემონსტრანტი გარბის საბჭოთა წითელი არმიის ტანკის წინ ვილნიუსში ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის სადგურზე თავდასხმის დროს. საბჭოთა ჯარებმა ვილნიუსში უიარაღო მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა.
დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტი საბჭოთა ჯარისკაცს ებრძვის რუსეთის ფედერაციის შენობის წინ გაჩერებული ტანკის თავზე 1991 წლის 19 აგვისტოს. იმავე დღეს ათასობით ადამიანმა მოსკოვში, ლენინგრადში და სხვა ქალაქებში გაიზიარა რუსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბორის ელცინის მოწოდება, აღემართათ ბარიკადები ტანკებისა და ჯარების წინააღმდეგ.
1991 წლის 21 აგვისტო, მოსკოვი
ჩეკას ხელმძღვანელის, ძერჟინსკის ქანდაკების დანგრევა – 1991 წლის 22 აგვისტო
ელცინის მხარდამჭერები
ბაქოელი მამაკაცი ანადგურებს ლენინის პორტრეტს
როკის თაყვანისმცემელი საბჭოთაკავშირელები ესწრებიან კონცერტს მოსკოვში, რომელშიც მონაწილეობენ AC/DC, Pantera და Metallica.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები