ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

„ქართული ოცნების“ გუნდი 12-პუნქტიან გეგმაზე აქტიურად მუშაობას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ინკლუზიური იქნება, ყველა პოლიტიკური პარტიისა და დაინტერესებული პირის ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება. დღეს ჩვენ ვხვდებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას, ასევე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, რათა მათგან მოვისმინოთ ის კონკრეტული ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები