ნინო წილოსანი: სანქციების დაწესებით სასაუბროს აძლევენ ჩვენს ოპონენტებს და შესაძლებლობას დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი გუნდის წევრები

ძალიან კარგი ანალიტიკის გაკეთება შეგვიძლია რას იწვევს ხოლმე სანქციები, რა შედეგებს იღებენ ის ქვეყნები და მხარეები, ვინც სანქციებს აწესებენ. სასაუბროს აძლევენ ჩვენს ოპონენტებს და შესაძლებლობას დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი გუნდის წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„სანქციები გამოყენებულია იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურორმა არ შეასრულოს თავისი უფლებამოსილება და ამით დაშინდეს. არჩიოს, რომ ბანკის ანგარიში ჰქონდეს, ვიდრე შეასრულოს თავისი უშუალო დანიშნულება. ალბათ იმისთვის გააკეთეს ეს სანქციები, რომ პროკურატურამ არ გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები და ის სიმახინჯეები, ადამიანის უფლებების ყოველმხრივი დარღვევები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის მსვლელობის დროს ვუსმენთ.

ასანქცირებენ ადამიანებს იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურმა და მისმა გმირმა პოლიციელებმა არ დაიცვან ეს ქვეყანა გადატრიალებისგან. ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ფული და კომფორტი არჩიოს იმას, რომ დაიცვას ეს ქვეყანა, იყოს ამ ქვეყნის ფარი და არჩევანი გააკეთოს კომფორტის მხარეს. ასანქცირებენ ჩემს კოლეგებს, პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ჩვენ უარი განვაცხადოთ, რომ არ გავატარებთ ამ ხალხის ინტერესს და პირიქით, რაზეც დაგვირეკავენ და ხელს რაზეც დაგვიბრახუნებენ იმას გავაკეთებთ.

ალბათ ლაშა ტალახაძეს იმისთვის ასანქცირებენ, რატომ აქვს მოგებული ამდენი მსოფლიო ჩემპიონატი და რატომ არის ცნობილი ოლიმპიელი და ჩვენი საამაყო ადამიანი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები