ატენის ხეობაში ტყის წიწვოვანი მასივი იწვის
გორის რაიონში, ატენის ხეობაში რამდენიმე დღეა ტყის წიწვოვანი მასივი იწვის. არსებული ინფორმაციით, ხანძარმა წიწვოვანი ტყის მასივის დაახლოებით 25 ჰა ფართობი გაანადგურა. მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში ქარელის, ხაშურის და კასპის სახანძრო ბრიგადები ეხმარებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად თავდაცვის სამინისტროს გორის საჯარისო დანაყოფია ჩართული. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა. მისივე თქმით, ამჟამად ხანძარი ტყის მასივის კიდევ ერთ ფართობზეა.