თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც”კვირას” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ცერცვაძეს საჭირო მკურნალობა სახლში უტარდება.
“დღეს აპირებდა ჟურნალისტებთან შეხვედრას, თუმცა, დილით თავს შეუძლოდ გრძნობდა. სიმპტომები ჰქონდა, გაიკეთა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. როგორც თვითონ ამბობს, საშუალოზე ოდნავ მეტი სიმძიმისაა და ალბათ უკვე შესაბამისი მედიკამენტების მიღებას დაიწყებდა”, – განუცხადეს “კვირას” პრესსამსახურში.