თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში “თბილისი პიანო ფესტის” ფარგლებში პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის სოლო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში “თბილისი პიანო ფესტის” ფარგლებში პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და რობერტ შუმანის ნაწარმოებები – “საფორტეპიანო სონატა”, “საბავშვო სცენები” და “კრეისლერიანა”.
“საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
კულტურის მინისტრმა დუდანა მაზმანიშვილს წარმატებული კონცერტის ჩატარება მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
“თბილისი პიანო ფესტი” მეექვსედ იმართება და მასში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული პიანისტები. კონცერტების პარალელურად, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით ტარდება მასტერკლასები,”- წერია ინფორმაციაში.