დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მხარდამჭერი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ პედოფილიის დამალვაზე – დღე არ გადის, ეს სიმყრალე არ მოგვადგეს კარს: შემომხედე რა საზიზღარი ვარ, არა მხოლოდ უფლის გმობით, საკუთარ სქესთან ბრძოლით, კორუფციით, პოლიტიკის რანგში აყვანილი ტოტალური უსამართლობით – არამედ, ინდივიდუალურ დონეებზეც ზნეობრივად გახრწნილი ვარ
“ხალხის ძალის” წვერი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალს პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელთა მოსყიდვის თაობაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია, მუდმივად ესარჩლება მათ.
ქართველიშვილი ჭაობს უწოდებს და აცხადებს, რომ “დღე არ გადის, ეს სიმყრალე თავისი მრავალფეროვანი, ფერნაკლული ცისარტყელას ნაირსახეობით არ მოგვადგეს კარს: შემომხედე რა საზიზღარი ვარ, არა მხოლოდ უფლის გმობით, საკუთარ სქესთან ბრძოლით, კორუფციით, პოლიტიკის რანგში აყვანილი ტოტალური უსამართლობით, საკუთარ მონობას თავისუფლების დამორჩილების დაუოკებელი სურვილით – არამედ ინდივიდუალურ დონეებზეც ზნეობრივად გახრწნილი ვარ და შენი სიჯანსაღე მძულს და მეზიზღება”.
მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას უფლის გმობა, საკუთარ სქესთან ბრძოლა,კორუფცია, ხოლო მეორე მხარეს დგას ქართველების ყოველდღიური “17 მაისი”, კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფალი, სუვერენული, თვითმყოფადი, ღირსეული, ტრადიციული და რაც მთავარია უძველესი ცივილიზაცია.
“ამ ორ “ცხელ-ცხელ” ნიუსს შორის დევს მნიშვნელოვანი სხვაობა: მყრალსა და სურნელოვანს შორის, ჭაობსა და ანკარა რუს შორის, არაადამიანობასა და ადამიანობაზე დამყარებულ სისტემებს შორის. დღე არ გადის, ეს სიმყრალე თავისი მრავალფეროვანი, ფერნაკლული ცისარტყელას ნაირსახეობით არ მოგვადგეს კარს: შემომხედე რა საზიზღარი ვარ, არა მხოლოდ უფლის გმობით, საკუთარ სქესთან ბრძოლით, კორუფციით, პოლიტიკის რანგში აყვანილი ტოტალური უსამართლობით, საკუთარ მონობას თავისუფლების დამორჩილების დაუოკებელი სურვილით – არამედ ინდივიდუალურ დონეებზეც ზნეობრივად გახრწნილი ვარ და შენი სიჯანსაღე მძულს და მეზიზღება.
მეორე მხარეს დგას ჩვენი ყოველდღიური “17 მაისი”, რომელსაც ეშმაკზე საცეცხლურის კმევისა და წმინდა აიაზმის სხურების ეფექტი აქვს. ჩვენს მხარეს არის კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფალი, სუვერენული, თვითმყოფადი, ღირსეული, ტრადიციული და რაც მთავარია – უფლისა და სახარების გარშემო გაერთიანებული უძველესი ცივილიზაცია. ცივილიზაცია, რომლის პოლიტიკურ თუ სოციალ-ეკონომიკურ მიღწევებს მათივე შექმნილი “ატლანტიკური საბჭოები” ვერ მალავენ…
ყოველ დღეს იმ მეორე მხარეს არსებული სიმყრალე ეფინება ოდესღაც რაფაელის და მოცარტის, და ვინჩის და შუბერტის, მიქელანჯელოსა და ბეთხოვენის აწ უკვე მკვდარ ცივილიზაციას. საქართველო – “ნულოვანი ტარიფებით” ჯანსაღი ფასეულობების ის საექსპორტო გენერატორია, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის, რომელსაც დღეს “ფანტომური ტკივილების” მსგავსად დაკარგული ღირსება და ევროპულობა აწუხებს. ამიტომ გვებრძვიან ეს აყროლებული ძალები, თავის ერთუჯრედიან მიამიტურ მცდელობაში – ჩვენში თვით უფალი დაამარცხონ. ამიტომაც განწირულები არიან განადგურებისათვის… “- წერს ქართველიშვილი.