სასწრაფოდ: თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. ავარია ქალაქ რიზესთან მოხდა. ქართველები აჭარიდან თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში სამუშაოდ მიდიოდნენ. მიკროავტობუსში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებული ქართველები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უკვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებებში. არსებული ინფორმაციით, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები