ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

სამხრეთ ევროპაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. 

მაგალითად, ესპანეთში – ანდალუზიასა და ექსტრემადურაში 13 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია, პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში – 40 გრადუსამდე. ამასთან, გერმანიაში მხოლოდ 34 გრადუსი იყო.

ამის პარალელურად, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მაღალ სიცხეს ქარი ემატება, რაც ტყის მასშტაბურ ხანძრებს იწვევს.

მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანეთის პროვინცია კარესესის ლას-ჰურდესის რეგიონში მძვინვარებს და უკვე 3500 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ​Aemet-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ესპანეთის 17 ავტონომიური რეგიონიდან 16-ში განგაშის დონემ აიწია. სპეციალისტების თქმით, ამჟამინდელი მაღალი ტემპერატურა ყველაზე ხანგრძლივი იქნება 1975 წლის შემდეგ.

პორტუგალიაში 1500 მეხანძრე ჩაერთო ოთხი ხანძრის ჩაქრობაში – ქალაქ ლეირიას, პომბალისა და ორენის მიდამოებში, რომლებიც ლისაბონიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

პორტუგალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ივნისის ბოლოდან ქვეყნის 96%-ში უკიდურესი გვალვაა დაფიქსირებული.

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე, ხანძრის გამო, ორი დასახლებული პუნქტიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა.

საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო უკვე ათასობით ადამიანია ევაკუირებული. კერძოდ, ხელისუფლებამ ქალაქ ბორდოს გარშემო ბანაკების დატოვება 6000 ადამიანს სთხოვა. მოსალოდნელია, რომ ამ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა უახლოეს დღეებში 37 გრადუსს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები