ოკუპანტებმა გამთენიისას ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო
ამის შესახებ ტელეგრამ-არხი – Kharkov Life იტყობინება.
წინასწარი მონაცემებით, რუსული რაკეტა ექვსსართულიან შენობას მოხვდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
აღინიშნება, რომ მაშველებმა ადგილობრივი დროით 4:30 საათზე 86 წლის ქალის გადარჩენა მოახერხეს. 06:30 საათის მდგომარეობით, დაღუპულების ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ კიდევ ერთი რაკეტა ოსნოვიანსკის რაიონში მდებარე საწყობის ეზოში ჩამოვარდა, ერთი კი სლობოდსკის რაიონში მდებარე სკოლას მოხვდა.