მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა

  მარნეულში 8 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონამ, მარნეულში რუსთაველის გამზირზე, გზაზე გადაირბინა, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟის მანქანა დაეჯახა.
მედიკოსების ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები