ივანე ჩხაიძე: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა.

“ჩვენთან ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევები გაორმაგდა, თუმცა, თუ გადავხედავთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის მონაცემებს ივნისის ბოლოს, მაისის ბოლოსთან შედარებით შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემდეგი კვირების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება ინდივიდუალურად აღვადგინოთ და ორი დოზით აცრილები ,,ბუსტერ,, დოზით აიცრან.

“ორი მარტივი გამოსავალი გვაქვს. პირველი – ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება, გადაიდგას, ვინაიდან სწორედ დახურული სივრცე არის კორონავირუსის ამ მუტაციის გადაცემის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი.

მეორე – მილიონი ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი დოზა, როგორმე დავარწმუნოთ, რომ ერთი დამატებითი, ,,ბუსტერ,, დოზა იქნება მათთვის გამოსავალი, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს და შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვისაუბროთ ინფიცირების რისკების შემცირებაზე“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები