ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე დროებით გზებზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული გზების აღდგენა, ნაპირსამაგრი და გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა.
უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები