კახეთში მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
კახეთში, გურგენიანის ჩანჩქერზე ახალგაზრდა მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდების ჯგუფი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან უკან ბრუნდებოდა.
მათივე ცნობით, მამაკაცს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საფეხმავლო ბილიკზე ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სამაშველო სამსახური და 112- ის ბრიგადა.
დაშავებული თავის დახურული ტრავმითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.