ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრზე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყრის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, გუშინ, 29 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები