28 ივნისს, 14-00 საათზე, ახმეტელის თეატრში ეროვნული სასახლის თეატრალური სტუდია წარმოადგენს პრემიერას ირმა მალაციძის პიესით „სატკბილეთის ქვეყანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპექტაკლში ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობენ 5 დან 12 წლის ჩათვლით.
რეჟისორი- ნათია გუდაძე, მეტყველების პედაგოგი- ნანა ნაჭყებია. პრემიერაზე მაყურებელს საშუალება მიეცემა ერთი საათით იმოგზაუროს ჯადოსნურ სატკბილეთის ქვეყანაში, სადაც უამრავ ახალ ნაცნობსა თუ მეგობარს შეიძენს.