ანრი ოხანაშვილი: თუ მშვიდობიანი შეკრება სურთ – შეიკრიბონ, მაგრამ როგორც კი ეს მიიღებს კანონთან შეუსაბამო ფორმას, იქ იქნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება

არ გამოვა საუბარი იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთ მათთან, მეორე მხრივ კი გვიწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს და საუბრობდნენ ჩვენს დამთავრებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი აქცია მიიღებს კანონთან შეუსაბამო ფორმას, იქ იქნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

“თუ მშვიდობიანი შეკრება სურთ – შეიკრიბონ, სურთ კრიტიკის გამოთქმა – გამოთქვან. როგორც კი ეს მიიღებს კანონთან შეუსაბამო ფორმას, იქ იქნება ადეკვატური და პროპორციული სამართლებრივი რეაგირება”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები