შიომღვიმის მონასტრის გზაზე ტყის მასივს ხანძარი კვლავ გაუჩნდა – ცეცხლი ლოკალიზებულია

   შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს ხანძარი კვლავ გაუჩნდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მუშაობის შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია. მისი ლიკვიდაცია ვერტმფრენის დახმარებით მოხერხდა. ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე 8 სახანძრო მანქანა, გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, შსს-ს და თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. მეტყევეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე კვლავ რჩებიან და ფართობს დეტალურად ათვალიერებენ, ხანძრის გამეორების თავიდან აცილების მიზნით. შიომღვიმის ტერიტორიაზე ხანძარი 2 დღის წინაც გაჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები