ეკლესიის ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია

  ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მმართვის საქალაქო სამსახურიდან მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ხანძრის შედეგად, ეკლესიის ეზოში 400 მ.კვ-ს ფართობზე მწვანე ნარგავი განადგურდა.
ცეცხლი სავარაუდოდ ბუჩქებს წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები