შიო მღვიმესთან მიმავალ გზაზე ხანძარი ლოკალიზებულია – მეტყევეები ადგილზე რჩებიან

   შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე ხანძარი ლოკალიზებულია, მეტყევეები კი ადგილზე რჩებიან. ამის შესახებ იფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის საბოლოო ლოკალიზება ღამის 2 საათიისთვის მოხერხდა.
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის საბოლოო ლოკალიზება ღამის 2 საათიისთვის მოახერხეს, ვინაიდან ადგილი რთულად მისასვლელია. მეტყევეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და საბოლოო ლიკვიდაციისა და განმეორებითი ხანძრის თავიდან აცილების მიზნით ფართობს დეტალურად ათვალიერებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე 4 ჰა ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის კერა სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მეტყევეებმა დაახლოებით, საღამოს 18:00 სთ-სთვის შენიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები