ამირან გამყრელიძე: რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს

კოვიდის მართვისას თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ პროცესში გადაცდომები იყო, აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო საზოგადოებას პანდემიის მართვის პროცესში გაწეული სამუშაოსთვის.

„შეიძლება, ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება, იყოს, მაგრამ 2 წელია, დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები