გარემოს დაცვის სამინისტრო: შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებამდე რჩებიან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე საგენგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ხანძრის საბოლოო ლოკალიზებას ცდილობენ. შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე 4 ჰექტარ ფართობზე ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის კერა სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მეტყევეებმა დაახლოებით საღამოს 18:00 საათისთვის შენიშნეს.