როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მაისს დღის ბოლოდან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.