სასწრაფოდ: ძლიერი ხანძარი შიო მღვიმეში
შიო მღვიმის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას მცეხეთისა და დუშეთის რაიონების სამაშველო სამსახურები ერთობლივი ძალებით ცდილობენ. როგორც “კვირას“ დუშეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ლალიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი უკვე დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული და ბუჩქები იწვის. ლალიაშვილის ინფორმაციით, საშიშრეობა, რომ ცეცხლმა შიო-მღვიმის მონასტერს საფრთხე შეუქმნას, არ არსებობს. მისი თქმით, ხანძრის კერების ლოკალიზებას რთული მდებარეობა უშლის ხელს.