ლიბერთის მომხმარებლებისთვის განახლებული საანაბრე სერვისები
ახალი ლიბერთის სტატეგიის და ახალი გუნდის საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანები და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაა.
შესაბამისად მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება და მუდმივი უკუკავშირი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს . საბანკო პროდუქტების მუდმივად განახლებითა და გამარტივებით ლიბერთი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარტივი, ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტების და მათ შორის, ისეთი საანაბრე პროდუქტების შექმნა, რომელიც მაღალი სარგებლით იქნება გამორჩეული და ჩვენი მეანაბრეების ქცევასა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. მუდმივი წამახალისებელი აქციებით კი ვცდილობთ პოზიტიური განწყობა შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და გავზარდოთ მათი კმაყოფილება და ლოიალობა. მაგალითად, ლიბერთის შემნახველი ანაბრის პირობები, ბაზარზე არსებულ პირობებთან შედარებით მოქნილი და უნიკალურია.
ჩვენს მეანაბრეებს ყოველდღიურ ნაშთზე უგროვდებათ სარგებელი, მაშინ როცა სხვაგან სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურ მინიმალურ ნაშთზე ხორციელდება.” – თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საცალო ბიზნეს მიმართულების საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.
ვადიან და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების გარდა ლიბერთის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს ზრდადი დაგროვების სერვისით -,,ყულაბა”. ეს არის ლიბერთი ბანკის მარტივი საბანკო პროდუქტი, რომელიც სრულად ასახავს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა ტიპის კლიენტის ქცევაზეა მორგებული, როგორც ციფრულ არხებში ასევე, ტრადიციულ არხებში.
ლიბერთის მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი, დაგროვების ოთხი გზიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად და დაგროვებული თანხა ავტომატურად მოხვდება მის ‘ყულაბაში’: ქეშბექიდან დაბრუნებული თანხა დამრგვალება, რაც გულისხმობს გადახდილ და დამრგვალებულ თანხებს შორის სხვაობის ყულაბაში ავტომატურ გადარიცხვას, რომლის გაორმაგება, გასსამაგება ან გახუთმაგებაც კი შესაძლებელია ფიქსირებული თანხა, რომელიც ყოველი გადახდისას ყულაბაში აღმოჩნდება თარიღის და თანხის წინასწარ განსაზღვრა ამასთან ერთად მომხმარებელი მიიღებს დამატებით სარგებელს დარიცხული პროცენტის სახით. პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/anabrebi-da-sertipikatebi/chemi-yulaba