ხანძარი დიდუბეში – სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
დიდუბის რკინიგზის სადგურში ერთ-ერთ სამგზავრო ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო მართვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო მანქანა მივიდა. მათ მატარებლის ვაგონიდან 40-მდე მგზავრი უვნებლად გამოიყვანეს და ხანძრის დროული ლოკალიზება მოახდინეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3-4 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაგდებული ანთებული სიგარეტი გახდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სამგზავრო მატარებელი ოზურგეთიდან თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა.