ამირან გამყრელიძე: სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად, „ომიკრონის“ ჰიბრიდის

თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო „დელტა“, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გარკვეული ტალღები მაინც იქნება.

„სპეციალისტები მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად, „ომიკრონის“ ჰიბრიდის, მაგრამ უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო „დელტა“, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ხაზს ვუსვამ, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოშიც დასტაბილურდა და მნიშვნელოვნადაა შემცირებული სიკვდილიანობაც, თუმცა, მთავარი მოწოდება კვლავ ვაქცინაცია და ,,ბუსტერ,, დოზების გაკეთებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები