ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა , ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. სხდომაზე, რომელიც ნატო-ს სამიტისთვის მზადების საკითხს დაეთმობა, მომხსენებლები თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
“უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა 1-ელ აგვისტოს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში – უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში. მასზე განვიხილავთ ნატო-ს სამიტის სამზადისთან დაკავშირებულ საკითხს. მომხსენებლები იქნებიან თავდაცის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე. სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები