გერმანიის მთავრობის სპიკერი – გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაზე: გერმანია მხარს უჭერს საერთაშორისო პრინციპს, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს
გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საერთაშორისო პრინციპს, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის მთავრობაში კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას განიხილავს.
„როგორც ყოველთვის, მოქმედებს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის შეთანხმებების პატიოსანი პრინციპი, კერძოდ: საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.