საგარეჯოში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ორგანიზაცია Zinc Network, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით, USAID-ისა და FCDO-ს (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო) ფინანსური მხარდაჭერით, უკვე 4 თვეა საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო და ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში: ნინოწმინდის, კაკაბეთის, ვერხვიანის, დიდ და პატარა ჩაილურისა და უდაბნოს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, კამპანია მიზნად ისახავს უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათ ინფორმირებას კოვიდ-19-თან და ვაქცინებთან დაკავშირებით. შეხვედრების განმავლობაში მიმოიხილა უკლებლივ ყველა საკითხი და უზრუნველყოფილი იქნა დამსწრე აუდიენციის ჩართულობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სოფლის მოსახლეობას დარგის სპეციალისტებმა დაინტერესებულ მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები