ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად 4 დაზარალებული თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების დროს, სულ 5 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ოთხმა სხულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ -ის 276 ე მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღიძრა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები