ოკუპანტებმა ვინიცას რაიონზე 8 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, განადგურებულია აეროპორტი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საგანგებო ვიდეოჩართვაში უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვაზე გაამახვილა ყურადღება.
„სარაკეტო თავდასხმა მშვიდობიან ვინიცაზე, რომელიც არასდროს არანაირი სახით არ უქმნიდა საფრთხეს რუსეთს. სასტიკი და ცინიკურია. აეროპორტი სრულიად განადგურებულია. ის ანადგურებს ჩვენს ინფრასტრუქტურას, ჩვენს ცხოვრებას, რომელსაც უკრაინელთა მრავალი თაობა აშენებდა…“,- ამბობს ზელენსკი.